
„შეიძლება მოჰყვეს ცუდი შედეგები, გაიზარდოს ახალი შემთხვევების რაოდენობა. იყოს ისეთივე გავრცელება, როგორიც ევროპის ქვეყნებში – დღის განმავლობაში რამდენიმე ასეული შემთხვევა“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანის „იმედთან“ განაცხადა.
„შეიძლება მოჰყვეს ცუდი შედეგები, გაიზარდოს ახალი შემთხვევების რაოდენობა. იყოს ისეთივე გავრცელება, როგორიც ევროპის ქვეყნებში – დღის განმავლობაში რამდენიმე ასეული შემთხვევა. რაც გამოიწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და ყველა პაციენტის, ვინ აქამდე იღებდა სრულფასოვან მკურნალობას და უფასო სერვისებს, ეს ვერ მოხერხდება“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
შეგახსენებთ, საქართველო ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფაზაში შევიდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 306-მდე გაიზარდა.






















