
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ადამიანს ხელმეორედ დაემართოს.
„ამბობენ, რომ ჩინეთში ამისი შემთხვევები იყო აღწერილი. ამის ცნობები გამოქვეყნდა. დაველოდოთ ლიტერატურას. წითელა შეიძლება ადამიანს მეორეჯერ დაემართოს, თუმცა, ეს არის უკიდურესად იშვიათად.
ასე რომ, COVID-ზე სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. რამდენად ხშირი იქნება ეს? – არ მგონია, ყველას მეორეჯერ დაემართოს, მაგრამ ვიღაც შეიძლება იყოს ვისაც მეორეჯერ დაემართება,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















