21:41 | 2020-05-18 ავტორი: თამთა თორდია

შეიძლება ინფექციამ ნებისმიერ დროს თავი იჩინოს – კულუმბეგოვი 

შეიძლება ინფექციამ ნებისმიერ დროს თავი იჩინოს – კულუმბეგოვი 

ავტომანქანით გადაადგილების, სახლიდან გამოსვლის შეზღუდვის ქვეშ უსასრულოდ ვერ ვიქნებით, ასე ქვეყანა ვერ იცხოვრებს, გამორიცხულია. – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა უცვლელი დარჩა და კიდევ უფრო მეტი დაგვეკისრა.

 

„სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქტორები (ვაქცინa, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია.

 

ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს.

 

რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს.

 

ეს იმდენად მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვირუსია, ფაუჩი მას ცეცხლს ადარებს და ამბობს, რომ ვირუსი როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება.

 

ამიტომ ჩვენ ცეცხლის კერები შენარჩუნებული გვაქვს, ჩვენი ეპიდემიოლოგები გამალებით იბრძვიან, რომ ცეცხლის კერები სხვაგან არ გავრცელდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი

 

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3890 ადამიანი

 

სტაციონარში რჩება 357

ავტორი: თამთა თორდია

X