
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შესაძლებელია ინფიცირებულთა 80 პროცენტი კლინიკური ნიშნების გარეშე იყოს, რაც საზოგადოებისთვის საშიშია.
მისივე თქმით, სწორედ, ამიტომ მთავარი რეკომენდაციაა, რომ სოციალური დისტანცია დავიცვათ.
„ადამიანების მოდგმა, რომელიც ამ საუკუნეში ვცხოვრობთ და თუ ამ ვირუსით ინფიცირება მოგვიწია, 80 პროცენტს შემთხვევაში შესაძლებელია ინფიცირებულმა პაციენტებმა ასიპტომურად გადავიტანოთ. რას ნიშნავს ეს. შეიძლება ვიყოთ ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები. ამიტომ არის ჯანმოს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია,“ – განაცხადა რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
⭕Live: საუნივერსიტეტო კლინიკაში განცხადება კეთდება
⭕Live: საუნივერსიტეტო კლინიკაში განცხადება კეთდება
Gepostet von Prime Time am Mittwoch, 8. April 2020






















