14:58 | 2020-05-01 ავტორი: Prime Time

შეიძლება ჯანმრთელობა ვეღარასდროს გამოვასწოროთ – კულუმბეგოვის გაფრთხილება

შეიძლება ჯანმრთელობა ვეღარასდროს გამოვასწოროთ – კულუმბეგოვის გაფრთხილება

წყალბადის ზეჟანგის წყალში გარევა და დალევა სახალხო მედიცინასაც კი არ მიეკუთვნება. პირიქით, ეს საშიშია ჯანმრთელობისთვის, – განაცხადა PosTV-სთან საუბრისას იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

მისი შეფასებით, არალოგიკურია, როცა ადამიაებმა აფთიაქებიდან მასიურად დაიწყეს ზეჟანგის შეძენა და მისით კორონავირუსთან ბრძოლა.

 

„ესაა ძალიან სერიოზული სადეზინფექციო საშუალება. მას ძალიან სერიოზული იონებისა და აგრესიული რადიკალების წარმოქმნის თვისება აქვს.

 

წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება მხოლოდ ზედაპირების დამუშავებისთვის.

 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ინფექცია იჭრება არა მხოლოდ პირის ღრუთი, არამედ, ყველაზე მეტად – ცხვირის ღრუდან.

 

შესაბამისად, ცხვირში, თვალში, პირში, სადაც ლორწოვანი გარსია.

 

ყველგან რომ წყალბადის ზეჟანგი ჩავიწვეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ, შეიძლება, ტოქსიკური რეაქცია მივიღოთ და ჯანმრთელობა ვეღარასდროს გამოვისწოროთ. ამიტომ, ყველას ძალიან ვთხოვ, ამას ყურადღებით მოეკიდონ.

 

დაიცვან ხელის ჰიგიენა, ატარონ პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ინფექციის გადადების არავითარი რისკი არ არის.

 

არავითარი წყალბადის ზეჟანგი ამას არ სჭირდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: Prime Time

X