
ექიმი გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ახალი შტამი გაცილებით სწრაფად ვრცელდება და ვირუსის ინფექციურობა გაიზარდა, თუმცა დავადების სიმძიმე არ შეცვლილა. ამის შესახებ ექიმმა „რუსთავი 2“- ის ეთერში ისაუბრა.
„ამ ახალ შტამს, ისევე როგორც წინას, გააჩნია ცილა, რომლითაც ის უკავშირდება ჩვენი უჯრედების რეცეპტორებს და მასში იჭრება. მაგრამ ახალი შტამის შემთვევაში ცილამ განიცადა ცვლილება და უფრო კარგად ჯდება რეცეპტორში და მარტივად ვრცელდება, უკავშირდება ძალიან ძლიერად. ამიტომ ძალიან ბევრი აქვს ადამინს ვირუსი სასუნთქ გზებში. ჩვეულებრივი საუბარი, დაცემინება დახველება უფრო მარტივად ავრცელბს.
მართალია მუტაცია მოხდა და მარტივად ვრცელდება, მაგრამ დავადების სიმძიმე არ შეცვლილა. როგორც წესი ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიგებთ მუტაციებს. შეიძლება ქართული ვარიანტიც კი იყოს, საქართველოდან წამოსული შტამი… თუმცა, მთავარი ისაა, რომ არცერთი მუტაცია არ შეცვლის დაავადების სიმძიმეს“,- ამბობს ღოღობერიძე.























