
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოლოდინები არ გამართლდა, რადგან ქვეყანაში ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარი არ განვითარდება.
“ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ ეს არასოდესაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის, ასევე, მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში”, – ამბობს ფრიდი.
მისივე თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ “ქართულ ოცნებას” კარგი მხარდაჭერა აქვს.
“მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა ქართულ ოცნებას ვნებს”, – აღნიშნა ფრიდმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















