
„ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ მაისში ნიშნობა თუ ქორწილი ბედნიერებას არ მოუტანს, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის არ სჯერა და ცრურწმენას უწოდებენ.
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
„უსაფუძვლოა ის გამოთქმა, როდესაც ამბობენ – მაისში ქორწინება არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება, პირიქით, მაისში კუროს ნიშანში არის მზე, კურო კი მოგეხსენებათ სიყვარულის, ერთგულების, ტრადიციებისა და ოჯახის სიმბოლოს განასახიერებს, ამიტომ ამ თვეში ქორწინება უფრო კარგია. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, მზის ტყუპებში გადასვლა და 22 მაისამდე მოასწროთ დაქორწინება, თორემ 22 მაისიდან მზე ტყუპებში იქნება, რაც ზედაპირულ, არასერიოზულ ურთიერთობებს უწყობს ხელს და ოჯახის საპირისპიროა. ამიტომ მოასწარით და თუ გსურთ მაისში ქორწინება, 22 მაისამდე შექმენით ოჯახი“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.























