13:40 | 2020-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შეიძლება თუ არა მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში სახლში მკურნალობა – პაატა იმნაძის განმარტება 

შეიძლება თუ არა მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში სახლში მკურნალობა – პაატა იმნაძის განმარტება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, ინფიცირებულია, მსუბუქი სიმპტომების მქონდე პაციენტი დარჩეს სახლში, თუ მას შესაბამისი პირობები აქვს.

 

„ეს პრაქტიკა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია მიღებული. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში უამრავი პაციენტია, რომელსაც აქვთ „კოვიდი“ და სახლის პირობებში იმყოფებიან.

 

თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა სახლში და მისი დაავადების მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დარჩეს შინ, რა თქმა უნდა, ასეთი მსუბუქი პაციენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმყოფებიან სახლში“, – განმარტავს იმნაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X