
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ზოგიერთი ექიმი მეტისმეტად ფრთხილობს და მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ აცრამდე ან აცრის შემდეგ არ მიიღონ ის მედიკამენტები, რომელთაც ჩვეულებრივ მოიხმარენ. ამის შესახებ იმნაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
მისივე თქმით, მსგავსი რჩევა ვაქცნის ოფიციალურ ინსტრუქციაში არ წერია.
„ვინც რა წამალს სვამს, ჩვეულებრივ უნდა დალიოს. ზოგი ჩემი კოლეგა მეტისმეტად ფრთხილობს და ისეთ რჩევებს აძლევს ადამიანებს, არც ერთ ოფიციალურ ინსტრუქციაში, რომ არ წერია.
მესმის, რომ იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ყველა ცდილობს თავი დაიზღვიოს, მაგრამ ვიმეორებ – აცრის დროს წამლების მიღება არ იზღუდება“ – ამბობს პაატა იმნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
























