
ექიმი არჩილ მარშანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებზე დაყრდნობით გვთავაზობს პასუხებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ 4 შეკითხვაზე.
– შეიძლება თუ არა მეძუძური დედების ვაქცინაცია?
დიახ. არც ერთი არსებული (ავტორიზებული) ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, შესაბამისად, ლაქტაცია არ არის უკუჩვენება ვაქცინის. მეტიც, გამომუშავებული ანტისხეულების დედისგან შესაძლებელია, რომ გადავიდეს ჩვილზე და მოხდეს მისი დაცვაც.
– შეიძლება თუ არა ორსულების ვაქცინაცია, ან ვაქცინაცია მათი, ვინც გეგმავს ორსულობას?
ორსულები ინფიცირების შემთხვევაში მაღალი რისკის ქვეშ არიან გართულების ან ნაადრევი მშობიარობის მხრივ, ვირუსის მაღალი გავრცელებისას და ინფიცირების მაღალი რისკის დროს (მაგ. ეპიდაფეთქება, კლინიკაში მუშაობა) ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით აჭარბებს სავარაუდო გვერდითი მოვლენების რისკს, ამ შემთხვევაში, ორსულს უნდა შესთავაზონ ვაქცინაცია და რისკი/სარგებელი უნდა იქნას განხილული ინდივიდუალურად.
– შეიძლება თუ არა ვაქცინაცია მენსტრუაციის დროს?
დიახ. არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ მენსტრუაციის დროს არ მოხდეს ვაქცინაცია. მენსტრუაცია ვაქცინაციის უკუჩვენება არ არის.
– ახდენს თუ არა გავლენას ვაქცინაცია შვილოსნობაზე?
არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა კაცებში ან ქალებში. ეს არის მითი.























