
„შეიძლება ორი კლასტერი გადაიკვეთოს, რაც ჩვენი კვლევის მიზანიც იყო“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველა ცნობილი კლასტერიდანაა.
„ყველა ახალი შემთხვევიდან, მათი უმრავლესობა დაკავშირებულია ცნობილ კალსტერებთან. შეიძლება უკვე გადაიკვეთოს ორი კლასტერი, რაც ჩვენი კვლევის მიზანი იყო.
ახალი შემთხვევებიდან გვაქვს ორი საყურადღებო შემთხვევა, რომლის გაღრმავებული კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის:
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















