
ირანელმა მეცნიერებმა შექმნეს ტესტი, ნანომასალების გამოყენებით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია კორონავირუსის დადგენა ნახევარ წუთში. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Mehr წერს.
სააგენტოს ცნობით, ეს სიახლე საზოგადოებას ირანის მეცნიერების და ტექნოლოგიების ვიცე პრეზიდენტმა სორენა სატარიმ განაცხადა.
მათივე ცნობით, ახალ ნანოტესტს კორონავირუსის დადგენა 30 წამში შეუძლია და მისი სიზუსტე 95%-ს შეადგენს. ასევე, ახალ ტესტს შეუძლია ვირუსის დადგენა მხოლოდ საწყის ეტაპზე.
როგორც სორენა სატარიმ განაცხადა, ნანოტექნოლოგიების კვლევითი კომპანია Kimia- ს მიერ წარმოებული ტესტის სისტემას სერტიფიცირება ჯერ არ გაუვლია.






















