20:12 | 2021-03-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შეისმენს თუ არა ჩვენს ლოცვას ღმერთი, როცა რაიმეს შეცდომით, ან დაუფიქრებლად ვითხოვთ? – დეკანოზ თამაზ ლომიძის განმარტება

შეისმენს თუ არა ჩვენს ლოცვას ღმერთი, როცა რაიმეს შეცდომით, ან დაუფიქრებლად ვითხოვთ? – დეკანოზ თამაზ ლომიძის განმარტება

შეისმენს თუ არა ჩვენს ლოცვას ღმერთი, როცა რაიმეს შეცდომით ან დაუფიქრებლად ვითხოვთ? – ამას დეკანოზ თამაზ ლომიძე განმარტავს.

 

„მაგალითად, როცა დაბნეულები ვართ და საკუთარი სისუსტის ან ცოდვის გამო დაბინდული გვაქვს გონება და ლოცვაში რაიმეს შეუფერებელს ვითხოვთ. შეისმენს ღმერთი ასეთ თხოვნას? მივიღებთ იმას, რასაც იმწუთას შეიძლება დაუფიქრებლად ვითხოვთ და შემდეგ შეიძლება ვინანოთ კიდეც? არა, ახალი აღთქმა ცალსახად გვეუბნება, რომ ასეთ ლოცვას არ შეისმენს ღმერთი.

 

მათ საყურადღებოდ, ვისაც სახსრები აწუხებს! - ექიმი ზაზა თელია ასახელებს პრეპარატს, რომლის შეძენას ფულის ნაგავში გადაყრას ადარებს
2021-03-03მათ საყურადღებოდ, ვისაც სახსრები აწუხებს! - ექიმი ზაზა თელია ასახელებს პრეპარატს, რომლის შეძენას ფულის ნაგავში გადაყრას ადარებს

 

ზოგჯერ მორწმუნე ადამიანების ფუნდამენტური შეცდომა ისაა, რომ ლოცვას რაღაც მაგიურ რიტუალად ან შელოცვად თვლიან და ამიტომაც ჰგონიათ, რომ ის, რაც შეცდომით “შეულოცეს“, შეიძლება ასრულდეს კიდეც და დაემართოთ ის, რაც პრინციპში არ უნდოდათ, მაგრამ უცოდინრობით ან დაბნეულობის გამო შეეშალათ ლოცვის თქმის დროს. ასე ნამდვილად არაა. ლოცვა არ არის მაგიური სიტყვების წყობა ან რაღაც ჯადოსნური ფორმულა. ლოცვაში ნათქვამი სისულელე ან ბოროტება არასოდეს იქნება შესმენილი უფლისგან და არც შესრულდება. არც ღმერთი “გამოგიჭერთ” და ძალით “შეგისრულებთ” თხოვნას დაუფიქრებლად ნათქვამის გამო, რომელსაც შეიძლება შემდეგ ნანობთ და ხვდებით თქვენს შეცდომას. არ არის ასეთი ჩვენი ღმერთი.

 

მაშ, როდის იქნება შესმენილი ჩვენი ლოცვა?

 

ახალ აღთქმაში წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის: “…როცა მისი ნებისამებრ ვითხოვთ რასმე, შეისმენს ჩვენსას” (1 ინ. 5,14) ე.ი. მხოლოდ მაშინ როცა ლოცვისას ღმრთის ნების შესაბამის თხოვნას ვამბობთ, შესმენილი იქნება კიდეც უფლისგან ლოცვა, სხვა შემთხვევაში – არა. ასე გვასწავლის წმინდა წერილი“, – წერს დეკანოზი Facebook-ში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X