17:23 | 2020-02-26 ავტორი: Prime Time

შეიზღუდება თუ არა ავიამიმოსვლა კორონავირუსით დასენიანებულ ქვეყნებთან

შეიზღუდება თუ არა ავიამიმოსვლა კორონავირუსით დასენიანებულ ქვეყნებთან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელი, ლევან კარანაძე კორონავირუსით მაღალი დასენიანების მქონე ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის.

 

მისი თქმით, დამატებით ავიამიმოსვლის შეჩერება კონკრეტულ ქვეყნებში ეპიდემიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

 

„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან მიმართებაში არ არის მიღებული. სიტუაცია იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამა თუ იმ ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა. გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე. ჯერ სხვა ქვეყნებზე საუბარი არ არის. ყველა მგზავრი მოწმდება საქართველოს აეროპორტებში. იმ შემთხვევაში, თუ საეჭვო სიმპტომები დაუდგინდებათგადაყვანილები იქნებიან შესაბამის სტაციონარებში და იქ ხდება მათი შემოწმება, შემდგომი სკრინინგი.

 

ამ მომენტისათვის არ ვადასტურებ, თუმცა ვითარება იცვლება დინამიურად, ყოველწუთიერად და იმის გათვალისწინებით, თუ რა რისკები იქნება და რომელი ქვეყნიდან იქნება  მომდინარე ეს რისკი, შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენც აღვასრულებთ“,- განაცხადა ლევან კარანაძემ.

 

ცნობისთვის, ირანში არსებული მდგომარეობის გამო საქართველომ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.

ავტორი: Prime Time

X