12:00 | 2020-10-26 ავტორი: Prime Time

შეხვედრები გავაუქმეთ და ვლოცულობდით – მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

შეხვედრები გავაუქმეთ და ვლოცულობდით – მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზუგდიდის სპეცოპერაციის საქმეზე დებატებში უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა მონაწილეობდნენ.

 

ზოდელავას თქმით, უშუალოდ თავდასხმის დღეს მისმა პარტიამ შეხვედრები გააუქმა, ხოლო მთელი აქტივი ქომაგობდა და ლოცულობდა მძევლების გადასარჩენად.

 

„ყველა შეხვედრა გავაუქმეთ, ჩვენი მთელი აქტივი, ვინც აქ ზუგდიდში ვიყავით შეკრებილნი ვქომაგობდით და ვლოცულობდით, რომ ეს ადამიანები გადარჩენილიყვნენ და არცერთ მძევალს თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა, მაგრამ მათი ჩათვლით ამ ქვეყანაში ცხოვრობს 4 მილიონამდე ადამიანი და არ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოაცხადოს, რომ რა კარგია ძარცვა და ბანკის ფული წაიღეს, ჩვენი ხომ არაო“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 

ავტორი: Prime Time

X