
„შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ელჩის თქმით, გერმანიას მზად ჰქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა, რადგან ქვეყანაში ბევრმა ადამიანმა თქვა უარი მის გაკეთებაზე.
„შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე – ნება მომეცით დრამატული მეტაფორა გამოვიყენო – ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება. ძალიან ბევრი ადამიანი არ აიცრა სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მზად გვქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სხვადასხვა სახის „ლოკდაუნი“.
ერთი რამ ცხადია: არ შეიძლება კოვიდი ხანგრძლივ მდგომარეობად იქცეს – არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან,“- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა
რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში























