15:32 | 2021-04-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შემაკავებელზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს – დავით კოდუას ცოლის პირველი კომენტარი

შემაკავებელზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს – დავით კოდუას ცოლის პირველი კომენტარი

ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლე ამ წუთებში ვაკის პოლიციაში საკუთარი სურვილით იმყოფება. მას, ამ წუთებში, საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები კითხავენ.

 

მასთან ერთად პოლიციაში შვილი, კატო კოდუა იმყოფება, რომელიც მომხდარის თვითმხილველია და ასევე დაზარალებულიც. „კურიერის“ ინფორმაციით, კატო კოდუა და ნათია გედევანიშვილი ცდილობენ ჩვენების შეცვლას და მათ სურთ, რომ სწორედ ამ ფორმით, გუშინ დაკავებულ დავით კოდუას ბრალი შეეცვალოს.

 

ლაურა ღაჭავას პირველი კომენტარი შვილის დაკავებაზე - რატომ დააპატიმრეს ირაკლი კოდუას ძმა
2021-04-12ლაურა ღაჭავას პირველი კომენტარი შვილის დაკავებაზე - რატომ დააპატიმრეს ირაკლი კოდუას ძმა

 

ნათია გედევანიშვილის ამბობს, რომ მას სურდა მისი მეუღლისთვის, უბრალოდ, შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ, თუმცა კრიმინალურმა პოლიციამ ის დააკავა.

 

შემაკავებელზე მქონდა საერთოდ პრეტენზია და დაიჭირეს. არ ველოდებოდი,“ – განაცხადა “კურიერთან” დავით კოდუას მეუღლემ.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ნახეთ ვიდეო: დავით კოდუას ცოლი დაკითხვაზე იმყოფება

 

წყარო: რუსთავი 2
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X