09:54 | 2020-04-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შემდეგი 48 საათის განმავლობაში რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს ველოდებით – ინფექციონისტი

შემდეგი 48 საათის განმავლობაში რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს ველოდებით – ინფექციონისტი

„დილის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 42 პაციენტია, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 2 ადამიანის მდგომარეობა- კრიტიკულად მძიმეა“, – ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

 

გოგინავას თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე თქმით, შემდეგი 48 საათის განმავლობაში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X