12:36 | 2021-11-04 ავტორი:

შემოიღებენ თუ არა მწვანე საშვის კონცეფციას – თამარ გაბუნიას განმარტება

შემოიღებენ თუ არა მწვანე საშვის კონცეფციას – თამარ გაბუნიას განმარტება

“იყო საუბარი მწვანე საშვის კონცეფციაზე”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ  განაცხადა.

 

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი სხდომა ჩაინიშნება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

“იყო საუბარი მწვანე საშვის კონცეფციაზე, საბჭომ განიხილა წინადადებები, რაც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მწვანე საშვის გამოყენებასთან დაკავშირებით ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა იმისთვის, რომ მიღებული იქნას საბოლოო გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მწვანე საშვის კონცეფციას, რომელიც არის პრაქტიკულად არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა რომელიმე ერთი პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდ უსაფრთხოების სტატუს, ეს არის ვაქცინაცია, ეს არის ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში ან PCR ტესტირება 72 საათიან რეჟიმში, ასევე გადატანილი ინფექცია 14 დღიდან 6 თვის ინტერვალში, ამ შემთხვევაში ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს იმას რომ პირი შეიძლება ჩაერთოს უსაფრთხოდ ბიზნეს ან სოციალურ აქტივობაში და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს. ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის რომ, ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, საუბარი მაქვს მწვანე საშვის მექანიზმზე მნიშვნელოვანია, ასევე ყველა პირობა იყოს შექმნილი ასევე იმისთვის რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია გარკვეული სახით გაყალბება, ერთი სერტიფიკატის ნაწილში და მეორე დარღვევა იმ წესის რომელსაც ჩვენ თვითონ დავაწესებთ “,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

რას ამბობს ამირან გამყრელიძე ⇓

 

ავტორი:

X