
კორონავირუსის სამკურნალო ახალი მედიკამენტი სავარაუდოდ ჩვენთან შემოვა. როგორც ვიცით, გარკვეულწილად საიმედოა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ზოგადად, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ყველას თავისებური მიდგომა უნდა, მაგრამ არსებობს „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის პროტოკოლი, რომელიც პაციენტების მკურნალობის საფუძველია, გააჩნია პაციენტის სიმძიმეს და ზოგად მდგომარეობას. უსიმპტომო პაციენტს პრაქტიკულად მკურნალობა არ სჭირდება და დაავადება თვითგანკურნებით დასრულდება.
. შეიძლება თუ არა სისხლის გამათხელებლის დალევა აცრამდე და აცრის შემდეგ
არის საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული პაციენტები, მათ ჩვენ პროტოკოლის მიხედვით ვმართავთ, რომელიც მსოფლიო გამოცდილებითაა შექმნილი და რომლის განახლება ძალიან ხშირად ხდება, თუ რაიმე ახალი მედიკამენტი შემოვა, ან რაღაც ახალი ხდება. ჩვენ ახლახანს, მაისის თვეში განვაახლეთ ეს პროტოკოლი. თავიდან, ანტივირუსული მოქმედების გათვალისწინებით, ჩართული იყო „პლაქვენილი“. მიუხედავად იმისა, რომ ამ მედიკამენტზე განსაკუთრებული გართულება არ გვქონია, შემდგომში ამოვიღეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ მას ისეთი შედეგები არ ჰქონდა, განსაკუთრებით ანტივირუსული მოქმედების. შემდგომში სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტით შეიცვალა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსის სამკურნალო ახალი პრეპარატის გამოყენებას, რომლის შესახებ საუბარი იყო ისრაელიდან ჩამოსულ სპეციალისტებთან შეხვედრაზე, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მედიკამენტი საიმედოა კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში.























