
„საბედნიეროდ, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა, რამდენადმე, დაბალანსდა. პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან, საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი სიმძიმისაა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრესკომფრენციაზე განაცხადა.
“პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის, პედიატრიული საწოლები დაემატა. ამ კუთხით, დღეისთვის, სიტუაცია სრულად მართულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.






















