23:59 | 2021-12-27 ავტორი: Prime Time

“შემცვალა, როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი” – სოფო ნიჟარაძე

“შემცვალა, როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი” – სოფო ნიჟარაძე

მას შემდეგ, რაც სოფო ნიჟარაძე შვილთან, ელის-მარიასთან ერთად ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა, ის აქტიურ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს.

 

მომღერალი მარინა ბერიძის გადაცემაში სტუმრად იყო, სადაც პატარა ქალიშვილზე ისაუბრა:

„ისეთი სხვა ცხოვრება მქონდა, ბავშვი და სულ სხვა ემოციები; უცებ დედა გავხდი, დედა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ, რომ მე ვიყავი ყველაფერი. რა თქმა უნდა, დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულფასოვნად ვარ ჩართული.

 

ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა, როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა. ალბათ, აუხსნელია ზუსტად სიტყვებით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აისახება ადამიანზე“, – თქვა სოფო ნიჟარაძემ.

 

ავტორი: Prime Time

X