19:19 | 2020-05-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შემუშავდა რეკომენდაციები კვების ობიექტებისთვისთვის – რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს და კლიენტებს

შემუშავდა რეკომენდაციები კვების ობიექტებისთვისთვის – რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს და კლიენტებს

შემუშავდა რეკომენდაციები კვების ობიექტებისთვისთვის ​რომელთა დაცვაც დასაქმებულ პირებსა და იქ მისულ მომხმარებლებს მოუწევთ.

 

მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია.

 

ძირითადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

 

უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;

 

უზრუნველყავით თანამშრომელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;

 

უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;

 

დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;

 

მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

 

მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

 

მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისი სახით შესაძლებელია, ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

 

ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;

 

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

 

გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;

 

გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;

 

განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები Covid-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

 

მოთხოვნებს შორისაა ასევე მოქალაქეთა ტემპერატურის შემოწმება და დეზინფექცია. 

 

საქართველოს რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ მთავრობასთან სარესტორნო ბიზნესს ძალიან წარმატებული ურთიერთობა აქვს და რეგულაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

„მთავრობასთან მიდის მუშაობა, რათა ეს გაიდლაინი იყოს ადეკვატური, როგორც ჯანდაცვის თვალსაზრისით, ასევე ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. რასაკვირველია, არის ლაპარაკი გარკვეულ შეზღუდვებზე, სიმჭიდროვის შემცირებაზე.

 

რასაც ჩვენ ვამბობთ, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქმება მთავრობის მიერ. პრობლემები არის რასაკვირველია, რადგან შემცირებული სამუშაო არეალი ნაკლები შემოსავლის მიღებას გულისხმობს და შესაბამისად, პრობლემას აჩენს“, – აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X