22:48 | 2021-03-18 ავტორი: Prime Time

შემზარავი ფაქტი: გურჯაანში გარდაცვლილი დედის ცხედარს შვილი სახლში ორი თვე მალავდა

შემზარავი ფაქტი: გურჯაანში გარდაცვლილი დედის ცხედარს შვილი სახლში ორი თვე მალავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხეში, საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს.

 

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 80 წლამდე ასაკის ქალი, თითქმის ორი თვის გარდაცვლილია, რადგან ის რამდენიმე კვირაა აღარ უნახავთ.

 

ველისციხელები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დედაზე ხშირად ფიზიკურად ძალადობდა და მისი გარდაცვალების შესახებაც არავის შეატყობინა.

 

სახლიდან სპეციფიკური სუნის გამოსვლის შემდეგ, პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ავტორი: Prime Time

X