00:09 | 2020-05-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შემზარავი კადრები: აშშ-ში დედამ 9 წლის შვილი არხში ჩააგდო და მეორედ მცდელობისას დაახრჩო

შემზარავი კადრები: აშშ-ში დედამ 9 წლის შვილი არხში ჩააგდო და მეორედ მცდელობისას დაახრჩო

ამერიკაში, მაიამიში დედამ 9 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი წყალში დაახრჩო. ამის შესახებ  DailyMail წერს.

 

ვიდეოკამერებიდან ამოღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორც ცდილობდა ქალი შვილის დახრჩობას. მან შვილი მიიყვანა ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად, წყალში გადააგდო და სწრაფად გაიქცა.

 

იქვე მყოფმა ადამიანებმა 9 წლის ბიჭი წყლიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს, თუმცა იმის გამო რომ ბავშვი აუტისტური სპექტრის მქონე იყო, ხალხს ვერ უთხრა სინამდვილეში რა მოხდა.

 

მოგვიანებით პატრიციამ შვილი სხვა არხთან წაიყვანა, სადაც ბიჭის გადარჩენა ვერავინ შეძლო.

 

45 წლის პატრიცია რიპლიმ პოლიციაში განაცხადა, რომ მასთან ორი მამაკაცი მივიდა ნარკოტიკები მოსთხოვა, შემდეგ კი მობილური წაართვა.

 

მან ასევე პოლიციას განუცხადა, რომ „მძარცველებმა“ მისი 9 წლის შვილი წაიყვანეს. ბუნებრივია პოლიციამ დაიწყო ბავშვის ძებნა და მისი სხეული მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთ არხში იპოვეს.

 

პოლიციამ დამნაშავე დააკავა და მომხდარის შესახებ ყველა დეტალი გაარკვია. როდესაც ეს ამბავი პატრიციას ქმარმა გაიგო, განაცხადა, რომ ის კეთილი და მოსიყვარულე ქალია, შვილებზე ზრუნავდა და ამას არ გააკეთებდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X