
საქართველოს პრეზიდენტი პოეზიის ხასიათზეა.
სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე ანა კალანდაძის ლექსი, “შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ გააზიარა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს არც თუ ისე ბევრი გამოხმაურება მოჰყვა:
„მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პრეზიდენტი მაქსიმუმს აკეთებს საქართველოს კეთილდღეობისათვის. თუ დააცადა სკამებზე მონადირე ოპოზიციამ“;
“ლექსი მღერის!“;
“ხო და ამ სილამაზეს ამ მშვენიერებას დაცვა, მოვლა-პატრონობა, ზრუნვა სჭირდება. პრეზიდენტო, ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ ტერიტორიული მთლიანობისკენ…თორემ, მალე ქართული ცნობიერება დაივიწყებს ჩვენს ისტორიულად მონათესავე ეთნიკურ ჯგუფებს და დედა სამშობლოს მოწყვეტილ ტერიტორიებს“, – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.
ცნობისთვის, 15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა.






















