21:40 | 2020-12-15 ავტორი: Prime Time

„შენ პარიზის არწივი ხარ, მე – ტყვიავის შევარდენი“ – ოქრუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა

„შენ პარიზის არწივი ხარ, მე – ტყვიავის შევარდენი“ – ოქრუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლექსი დაუწერა. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

შენ პარიზის არწივი ხარ,
მე – ტყვიავის შევარდენი,
შენც პოეტი, მეც პოეტი,
მე ირაკლი, შენ შარდენი,
წერე, წერე, ჩემო სალო,
მტერს დაასე ისარიო,
პრეზიდენტად ვერ ივარგე,
წერას მაინც ისწავლიო.
ირაკლი ოქრუაშვილი ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პოსტს, რომელშიც ანა კალანდაძის ლექსი ეწერა. 
ავტორი: Prime Time

X