
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტოს უფროს მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ საუბრობს და ამბობს.
როგორც მრჩეველი „დღის კურიერში“ აცხადებს, სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც წესებს არ დაიცავენ.
„ახლა მოვდივარ იუსტიციის სახლიდან. პირბადის გარეშე გადაადგილდებიან მოქალაქეების დახურულ შენობაში. ერთია, რომ ვსაუბრობთ ვაქცინაციაზე და მეორეა ის, რომ სხვა რამეებიც უნდა ვაკეთოთ. უნდა გავაგრძელოთ წესების დაცვა.
ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის მკაცრი კონტროლი, თუ როგორ ხდება წესების დაცვა. შეიძლება ჯარიმები ისეთი დიდი არ უნდა იყოს, როგორიც იყ,მაგრამ უნდა იყოს.
მე ვუსმენდი პაატა იმნაძის გამოსვლას ქელეხებთან დაკავშირებით. დიდი ბოდიში, როცა ეს ქელეხი ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ. ერთხელ დააჯარიმებთ, ორჯერ დააჯარიმებთ, შემდეგზე აღარ გააკეთებენ. შენ სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე. უნდა დასაჯო, რადგან ჩვენ ომი გვაქვს ვირუსთან“,- აცხადებს ზაზა წერეთელი.
დაგაინტერესებთ:
- გადადეთ სკოლები 1-ელ ოქტომბრამდე!.. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა! – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება























