22:18 | 2021-03-16 ავტორი: Prime Time

შენ საკუთარი მკვლელი შვილიც არ გცნობია – გიორგი შაქარაშვილის და ბრალდებულის დედას მიმართავს

შენ საკუთარი მკვლელი შვილიც არ გცნობია – გიორგი შაქარაშვილის და ბრალდებულის დედას მიმართავს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანნა შაქარაშვილი ერთ-ერთი ბრალდებულის დედას სოციალურ ქსელში მიმართავს:

 

„შე ძონძო ისიც არ იცი რომ ბავშვს 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაულევია, ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, ამ სიტყვებს ალბათ შენ ამბობ არაფხიზელ მდგომარეობაში, მსგავსი განცხადებების გაკეთებას სჯობს, რომ საქმის მასალებს კარგად გაეცნო. შენ როგორც ჩემი ძმა ისე საკუთარი მკვლელი შვილი არ გცნობებია კარგად“,- წერს ანნა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

დღეს, 16 მარტს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედამ საქმეს „შეკერილი“ უწოდა და თქვა, რომ შაქარაშვილი ნასვამი იყო და ალბათ, თვითონ გადაგორდა…“

 

ავტორი: Prime Time

X