
„შენს სახეს ვერ დავივიწყებ, 9 წელია გიყურებთ, მოკვლა მინდა თქვენი“, – ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებმაც აღმაშენებლის ხეივანზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ინციდენტი სწორედ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო გზის ორივე ნაწილი თავისუფალია. საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად ხდებოდა შეხლა-შემოხლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.
ნახეთ ვიდეო ⇓
ვიდეო: ფორმულა
ასევე ნახეთ:






















