
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ შეუწყვიტა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რა კარგია არა, როცა შენი ქვეყნის კონსტიტუციას ფეხით ტკეპნიან,
რა კარგია როცა სუს დროს აძლევენ აშანტაჟონ ოპოზიციონერები,
მერე რა, რომ შენს სიტყვებს კონსტიტუციის გაუპატიურების ალიბად მოიხმარენ!
მერე რა, რომ “შესულებს” გაყალბებაზე ლაპარაკს უკრძალავენ!
მერე რა რომ ზამთარია, ჩვენთან ბანანები მაინც ყვავიან”, – წერს გიგი უგულავა.
კარლ ჰარცელი – პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც სწორი ნაბიჯი იყო






















