20:01 | 2021-07-03 ავტორი: Prime Time

„შერცხვეთ, თუ აქვთ სირცხვილის გრძნობა ამ ადამიანებს” – თენგიზ ცერცვაძე ექსპერტებსა და ექიმებს მიმართავს

„შერცხვეთ, თუ აქვთ სირცხვილის გრძნობა ამ ადამიანებს” – თენგიზ ცერცვაძე ექსპერტებსა და ექიმებს მიმართავს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზი დღის ბოლომდე აუცილებლად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ყველაფრით უზრუნველყოფილია და საჭიროა მხოლოდ მოსახლეობის სურვილი და თანამშრომლობა, რომ აიცრან.

 

„შერცხვეთ, თუ აქვთ სირცხვილის გრძნობა იმ ადამიანებს, მათ შორის ექსპერტებს, ექიმებს და მათ შორის უცხოეთში მცხოვრებ ექიმებს, ყველას არა, ზოგიერთს, რომლებიც პირდაპირ დებდნენ პოსტებს და ამბობდნენ, რომ საქართველომ, გარდა იმისა, რომ ვერ შეძლო ვაქცინაციის ორგანიზება და მობილიზება, ის არ ფლობს სათანადო ცოდნას და რესურსს, მოახდინოს ვაქცინაციის დროს განვითარებული გართულებების მართვა.

 

პირდაპირ ამბობდნენ, რომ მე მაგალითად ვერ დავაყენებ ჩემს ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ და საქართველოში არ ავიცრებიო. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ მოსახლეობა არ აიცრას. ესენი იმ ადამიანებზე არანაკლებ საზიანო არიან, ვინც კიბერშეტევა განახორციელა. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა, ჩავარდა, მოდი, ასე ვთქვათ, ახლა ის ისეთ ტალღაზეა, რომ ყველაფერი უზრუნველყოფილია. რაღა დარჩა, მოსახლეობის სურვილი და თანამშრომლობა, რომ აიცრან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

 

ასევე ნახეთ: გარდაიცვლება დიდი პოლიტიკოსი – იტყვიან, რომ მოკლეს, და ეს მართალი იქნება – ლელა კაკულია

 

 

 

ავტორი: Prime Time

X