14:58 | 2021-09-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

შესაძლებელია თუ არა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინების ერთდროულად გაკეთება – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

შესაძლებელია თუ არა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინების ერთდროულად გაკეთება – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ვაქცინების გაკეთება ერთი დღის განმავლობაში არის შესაძლებელი.

 

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა შეიძლება შეამციროს.

მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე - ლევან რატიანი სასიხარულო მიმართვას ავრცელებს
2021-09-17მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე - ლევან რატიანი სასიხარულო მიმართვას ავრცელებს

 

„მე-5 ტალღა არ იქნება განპირობებული ახალი მუტაციით, შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ის არ იქნება ისეთი მძიმე და სერიოზული, როგორიც აგვისტოს პიკი იყო. ველოდებით, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად შესაძლებელია იყოს შემთხვევების სეზონური მატება, ზამთრის განმავლობაში დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს. დახურულ სივრცეში კი ნიღბის ტარება ვერ ვისწავლეთ, შესაბამისად, ინფექციის გავრცელების რისკი აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 ან მე-4 ტალღის შემთხვევაში იყო. მატების განსაზღვრა როდის მოხდება რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსების სეზონი 3 ოქტომბრიდან იწყება. ასე რომ, თუ ველოდებით შემთხვევების მატებას.

 

ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, ორივე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ერთდროულად – ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ თუ გავითვალისწინებთ იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია გრიპის შემთხვევების მატებასთან, ყველაზე უპრიანია, თუ რიკის ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ოქტომბრიდან დავიწყებთ. როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, იქ რისკის ჯგუფები მეტწილად არ თანხვდება კორონავირუსის რისკის ჯგუფებს. ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, გრიპის ვირუსის მხრივ წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩატარდეს. მსგავსი რისკის ჯგუფები არის ორსულები, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის დროს ორსულებში ვაქცინაცია არის აუცილებელი, ასევე ხანშიშესული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

 

პუბლიკაციები, რომლებიც დღეს გვაქვს, მიუთითებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება შეამციროს კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა ანუ თუ ადამიანს გრიპის ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, მასთან კორონავირუსი მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, კონკრეტულად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსის დაავადების დროს გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა შეიძლება 24% – ით შეამციროს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X