23:48 | 2020-04-24 ავტორი: მარი ჯაფარიძე

შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე – ზაალ ანჯაფარიძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე – ზაალ ანჯაფარიძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

„შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე“, – ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას.

 

„ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდა მტერ-მოყვარე, წარმოდგენილია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ვარ, სხვა ქვეყნების მაგალითებთან შედარებითი ანალიზის შედეგად, მათ ვინც კორონაკრიზისის შედეგად სამუშაო დაკარგა მიიღებენ 1200 ლარის დახმარებას (შედარებისათვის, ჩვენზე ათასჯერ მდიდარ და ძლიერ აშშ-ში ეს დახმარება $1200-ს შეადგენს).

 

მომავალი კვირებისა და თვეების მანძილზე ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის ბიზნეს ობიექტების ამუშავებაზე.

 

სხვა ყველაფერთან ერთად, ეს მოხსნის იმ სტრესულ ვითარებას, რაც მოსახლეობაში ბუნებრივად არსებობდა საგანგებო მდგომარების გამო.

 

სოციალურად დაუცველები იღებენ დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს საკმაოდ დიდი სეგმენტია.

 

მიმაჩნია, რომ მართლა შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე.

 

თუ ეკონომიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან და მეტი შესაძლებლობები გაჩნდა, დახმარების მეტი რესურსებიც გამოჩნდება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X