18:05 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

შესაძლოა 4 აპრილს ოპოზიციის აქცია გადაიდოს – მიზეზი კორონავირუსის საფრთხე

შესაძლოა 4 აპრილს ოპოზიციის აქცია გადაიდოს – მიზეზი კორონავირუსის საფრთხე

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა 4 აპრილის აქციის გადადებასთან დაკავშირებით.

 

ბოკერიას თქმით, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ დასტაბილურდება, პასუხიმგებლოანი ოპოზიცია მასობრივი ღონისძიებისგან თავს შეიკავებს.

 

„დავაკვირდებით და ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა და დასტიბილურდა ვითარება ან მით უმეტეს, თუ გაუარესდა, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას“, – განაცხადა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

ოპოზიციას დაანონსებული აქვს, რომ 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გამართავს, რომელზეც საერთო სამოქმედო გეგმით წარდგება.

ავტორი: Prime Time

X