11:23 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

შესაძლოა, ახლობელი ვერ მივიყვანო საავადმყოფოში, რადგან ადგილი არ იყოს – მაკრონი საგანგებო ზომებს იღებს

შესაძლოა, ახლობელი ვერ მივიყვანო საავადმყოფოში, რადგან ადგილი არ იყოს – მაკრონი საგანგებო ზომებს იღებს

საფრანგეთის პრეზინდეტმა კომენდანტის საათი დაწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 ოქტომბრიდან 9 ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლიონში, მოტპელიერსა და სხვაგან 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველაფერი დაიხურება და გადადგილება აიკრძალება.

 

შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს დაეკისრება სანქცია 135 ევროს ოდენობით.

 

კომენდანტის საათი ნავარაუდებია 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა თქვა, შეზღუდვები შესაძლოა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდეს, რათა უკეთ მოხდეს ვირუსის კონტროლი.

 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვირუსი საფრანგეთში დიდი ტემპით გადაადგილდება და ძალიან ბევრ ადამიანს იწირავს, ხოლო მისი ვალდებულებაა დაიცვას მოსახლეობა და კანონები გამკაცროს.

 

თბილისში შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი
2020-10-14თბილისში შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

 

ასევე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვირუსი ყველა ასაკისთვის სახიფათოა და მას სურს ეს რისკი მაქსიმალურად შეამციროს.

 

ამ ეტაპზე საფრანგეთში ყოველდღიურად 20 ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება.

 

„მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა დავიცვა. მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენს ექიმებს გაუვადვილო საქმე, რათა რეანიმაციებში დღეში 200 ადამიანი შეჰყავთ, რაც ძალიან ბევრია. მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, რათა დავიცვა ჩემი მშობლები, დავიცვა ჩემი ახლობლები, დავიცვა ჩემი თავი, რადგან შეიძლება ერთ დღეს გათენდეს და სავადმყოფოები გადავსებული იყოს და მე ვერ შევძლო ჩემი ახლობლის მიყვანა რაიმე სხვა პრობლემა რომ აწუხებდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მოსახლეობამ კანონების დაცვა გაგრძელოს მაქსიმალურად“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

 

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა არ დაიცავს ამ კანონებს მთავრობა იძულებული გახდება უფრო მძიმე ზომებს მიმართოს.

 

ემანუელ მაკრნმა მადლობა გადაუხადა პოლიციას გაწეული ღვაწლისთვის – „ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“.

 

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის არ ზღუდავს გადადგილებებს ქალაქიდან ქალაქში ან რეგიონიდან რეგიონში, მაგრამ მოსახლეობამ უნდა დაიცვას მიღებული კანონები, რადგან „უამრავი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია“.

 

მაკრონის თქმით, ამ ეტაპზე საფრანგეთში საავადმყოფოების 30% პროცენტი კოვიდ პაციენტებზე მუშაობს.

 

„ეს ძალიან ბევრია და ჩვენ გვაწუხებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა

 

შეზღუდვების მიხედვით, დღის განმავლობაში რესტორანში ერთ მაგიდაზე 6 კაცზე მეტი ადამიანი ვერ დაჯდება. ასევე ქუჩაში 6 კაცზე მეტი ადამიანის გადადგილება ერთად არ შეიძლება.

 

„თუ გვინდა რომ ყველაფერმა კარგათ ჩაიაროს ყველამ ჩვენი როლი უნდა ვითამაშოთ. ამაში მე თქვენ მჭირდებით. ჩვენ ვართ სოლიდარული ქვეყანა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ერთმანეთს ვჭირდებით, ერთმანეთის თანადგომით და გვერდში ყოფნით ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთიანი ძალებით გამოვალთ ამ კრიზისიდან“, – მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს.

ავტორი: Prime Time

X