16:00 | 2020-05-01 ავტორი: Prime Time

შესაძლოა გარკვეული მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგეს – რაზეა ეს დამოკიდებული

შესაძლოა გარკვეული მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგეს – რაზეა ეს დამოკიდებული

„უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინსიტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე.

 

„ავიამიმოსვლა ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესი. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ აღდგეს სრულმასშტაბიანად ავიამიმოსვლა, არ არის სამწუხაროდ, საკმარისი მარტო ჩვენი, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა.

 

ჩვენ რაოდენ წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, იმიტომ, რომ ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა და 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს.

 

მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში.

 

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,“- განაცხადა თურნავამ.

 

ნახეთ, სპეცრეისების განრიგი, რომლებიც 30 აპრილიდან 9 მაისამდე შესრულდება
2020-04-29ნახეთ, სპეცრეისების განრიგი, რომლებიც 30 აპრილიდან 9 მაისამდე შესრულდება

 

კორონავირუსის გამო გაგამოცხადებული კარანტინის შეზღუდვები

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: Prime Time

X