17:16 | 2020-06-10 ავტორი: Prime Time

შესაძლოა, რაღაც ვიცოდე, მაგრამ ამაზე ვერ ვილაპარაკებ – რატომ არ ბრუნდება პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილი

შესაძლოა, რაღაც ვიცოდე, მაგრამ ამაზე ვერ ვილაპარაკებ – რატომ არ ბრუნდება პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილი

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელი იქნება.

 

როგორც ექსპერტმა პრაიმტაიმთან  განაცხადა, კვირიკაშვილი პოლიტიკაში ჩართვა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესს წაადგება.

 

„მივესალმები, თუ კვირიკაშვილი პოლიტიკურ ციკლში იაქტიურებს, ეს ნამდვილად მისასალმებელია. არ ვიცი, ის რამდენად გადადგამს ამ ნაბიჯს, რადგან მისთვის ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იქნება.

 

ეკა ბესელია ასახელებს მიზეზს, რა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან
2020-06-09ეკა ბესელია ასახელებს მიზეზს, რა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან

 

თუ მან პოლიტიკაში დაბრუნების ნაბიჯი გადადგა, ნამდვილად მისასალმებელი იქნება და ეს ქვეყანაში მთლიანად პოლიტიკურ პროცესს წაადგება.

 

ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვინც მოახერხა პოლიტიკიდან ისე გამოსვლა, რომ სერიოზულად არ არის კომპრომიტირებული და აქვს ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, კვირიკაშვილი ამ ადამიანების რიგს მიეკუთვნება“, – ამბობს ხუხაშვილი.

 

კითხვაზე, რატომ იკავებს ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებისგან თავს?! – ხუხაშვილი გვპასუხობს:

 

„თავს შევიკავებ ამ საკითხზე კომენტირების გაკეთებისგან. შესაძლოა, რაღაც ვიცოდე, მაგრამ მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ, თვითონ უნდა თქვას.

 

ყველა ადამიანს აქვს გარკვეული გარემოებები, რომელთა გამოც, შესაძლოა, ის პოლიტიკაში დაბრუნებისგან თავს იკავებდეს”- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

→ იქნება თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში

 

ინფორმაციისთვის,  ამ ეტაპზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი,  პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრები ექსპრემიერთან პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებენ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X