19:26 | 2021-07-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის ტემპი ნაჩქარევი იყო, თუმცა ეკონომიკას სჭირდება ამოსუნთქვა – ნიკოლოზ გამყრელიძე

შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის ტემპი ნაჩქარევი იყო, თუმცა ეკონომიკას სჭირდება ამოსუნთქვა – ნიკოლოზ გამყრელიძე

„შესაძლოა, covid-შეზღუდვების მოხსნის ტემპი ოდნავ ნაჩქარევი იყო, თუმცა ეკონომიკას სჭირდება ამოსუნთქვა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

 

„შეზღუდვების მოხსნას რაც შეეხება, ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და ეკონომიკას სჭირდება ამოსუნთქვა. ასე დიდხანს ვერ გავძლებდით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდვების მოხსნის ტემპი, შესაძლოა, ოდნავ ნაჩქარევი იყო. შეიძლება შეზღუდვები საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ წესების დაცვით. ელემენტარულია, რომ პირბადე გვეკეთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მან 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა:

 

„თუ გვინდა, სახელმწიფო გვქონდეს, როცა საქმე ძალადობას ეხება, არანაირი კომპრომისი არ უნდა არსებობდეს გისამძიმრებთ კოლეგის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას; როგორც მოქალაქე ვგმობ ძალადობას, რომელიც ორი კვირის წინ ხდებოდა რუსთაველზე“

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X