16:14 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

შესაძლოა, ვერასოდეს შევხვდე მათ, მაგრამ არასოდეს დამავიწყდებიან – ერთი სიყვარულის ლამაზი ისტორია

შესაძლოა, ვერასოდეს შევხვდე მათ, მაგრამ არასოდეს დამავიწყდებიან – ერთი სიყვარულის ლამაზი ისტორია

ეს ერთი სიყვარულის ისტორიაა, რომელსაც ორი მთავარი გმირი, 27 წლის ბიჭი და 25 წლის გოგონა ჰყავს. თავს გადახდენილ ამბავზე ნათია დიაკონიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს მერიის წინ, თიბისის გვერდით რომ მაღაზიაა, იქ შევედი… უკან ვბრუნდები და რას ვხედავ? ახალგაზრდა გოგო და ბიჭი დგანან, ბიჭს ხელები აქვს წელზე შემოხვეული, გოგო რაღაცნაირ მოძრაობებს აკეთებს, მუხლებში იკეცება…

 

გადავირიე… ბიჭმა ასწია და მხარზე მოიგდო, როგორც იქნა და მერიისკენ წავიდა… გოგო ჩვარივითაა დაკიდებული, ხელები ჩამოშვებული აქვს და ხმას არ იღებს….
მეგონა, ცუდად გახდა…

 

– დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მეთქი? – შეშფოთებულმა ვკითხე…
ბიჭი მოტრიალდა… მხარზე გადაკიდებული გოგო აღმოჩნდა ჩემსკენ.

ბიჭს ცალი ხელით მისი მოკლე და ფრიალა კაბა აქვს ჩაბღუჯული, ქვევით ექაჩება, რომ რამე არ გამოუჩნდეს…

ხელის თხოვნა ბახმაროში - კურორტზე ჩარჩენილი წყვილის ისტორია დათოვლილი მთებიდან
2020-11-24ხელის თხოვნა ბახმაროში - კურორტზე ჩარჩენილი წყვილის ისტორია დათოვლილი მთებიდან

 

– კი მჭირდება დახმარება, აი, იმ ნაგვის ურნამდე მიმაყვანინეთ, რომ გადავაგდოო 🙂
გოგო შეფართხალდა და უცებ ჩამოხტა…
ძალიან ლამაზი გოგო იყო, გრძელთმიანი, კოხტა ცხვირ-პირით.
ბიჭიც არ უდებდა ტოლს…

 

გამეცინა, თვითონაც გაიცინეს…- არ ჰგავს ეს გოგო ნაგავში გადასაგდებს-მეთქი…

 

– სულ 10 ლარი მქონდა, რომ შინ ტაქსით წამეყვანა, აიჩემა, გინდა თუ არა, შაურმა მაჭამეო… უარი ვერ ვუთხარი და ახლა ფეხით მივიდივართ, დაიღალა და მხარზე გადავიკიდეო

 

ძალიან საყვარლები იყვნენ… მოკლედ, ჩავსვი მანქანაში და წავიყვანე… მთელი გზა ჟღურტულებდნენ საყვარლად. გოგო დიღმის მასივში დავტოვეთ, ბიჭი ისევ უკან წამოვიყვანე… მარტონი რომ დავრჩით, ბიჭმა მითხრა – იცით, როგორ მიყვარს? ჩემი სიცოცხლე და ნათელი წერტილია… ნარკომანი ვიყავი და მაგან დამაბრუნა ამქვეყნადო…
ვიტირე, მისიც არ შემრცხვენია…

 

მადლობა გადამიხადა ბოლოს, ხელზე და თავზე მაკოცა და წავიდა…
შესაძლოა, ვერასოდეს შევხვდე მათ, მაგრამ არასოდეს დამავიწყდებიან.:) მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ…

 

ბიჭი 27 წლისაა, გოგო – 25-ის და 5 წელია, ერთმანეთი უყვართ. ნოემბრის ბოლოს ქორწილი აქვთ. აი, ასეთი ლამაზი დღე მქონდა დღეს! სითბო ჩამეღვარა გულში.“ – წერს ნათია დიაკონიძე.

ავტორი: Prime Time

X