
ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის გარდა შესაძლებელია სხვა კლასტერებიც არსებობდეს.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო.
ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„როდესაც შეზღუდვები მოიხსნებოდა, გარკვეული მატება მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ კლასტერი დროულად იქნა აღმოჩენილი. არსებობს იმის ალბათობა, რომ მსგავსი სახის კლასტერი სხვაგანაც არსებობდეს. ჩვენი სპეციალისტები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ასეთი კლასტერები დროულად იყოს აღმოჩენილი და მათი კონტაქტები მაქსიმალური რაოდენობით იყოს მოძიებული. ჩვენ და ყველა მოქალაქემ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავიცვათ ღონისძიებები და მსგავსი კლასტერები არ გამრავლდნენ. გარკვეული შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს და შემთხვევები თუ მოიმატებს კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი შეშფოთების მაჩვენებელი“, – ამბობს ოთარ ჩოკოშვილი.























