16:42 | 2020-06-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შეთანხმება მიღწეულია – ქუთაისში “გვირაბი 95” იხსნება 

შეთანხმება მიღწეულია – ქუთაისში “გვირაბი 95” იხსნება 

ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ცენტრი “გვირაბი 95” ზეგ გაიხნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა დასაქმებულმა უთხრა.

 

„გვითხრეს, რომ ორ დღეში გახსნიან, თუ არადა, მერია ჩაერევა საქმეში.

 

ხვალ უფროსი წავა და იყიდის სადეზინფექციო სამუშაოებს და მოაწესრიგებს ფართს”, – ამბობს მალვინა ცხადაძე.

 

Exclusive: მორალურად განადგურებული ვარ - ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს
2020-06-02Exclusive: მორალურად განადგურებული ვარ - ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს

 

დღეს, “გვირაბის” თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ობიექტის გახსნას და მუშაობის შესაძლებლობას ითხოვდნენ.

 

ცნობისთვის: “გვირაბი 95”-ში 75 მოიჯარეა დასაქმებული. ისინი იჯარის თანხას დაკავებული ფართის მიხედვით, თვეში 200-დან 400 ლარამდე იხდიან.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, გვირაბი ორ თვეზე მეტია დაკეტილია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X