22:11 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

შეთანხმება შედგა – მიშელის დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს

შეთანხმება შედგა – მიშელის დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.

 

დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.

 

“ქართული ოცნებიდან” დოკუმენტს ხელს შალვა პაპუაშვილი და არჩილ თალაკვაძე აწერს.

 

შეგახსენებთ, ​დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მთავარი არხის”  დამფუძნებელს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.

 

ავტორი: Prime Time

X