
როგორ ჯდება ლოგიკაში ის საკითხი, როცა ისინი გამოდიან და აცხადებენ, რომ თუ კონკრეტულ პატიმარს არ გამოუშვებს „ქართული ოცნება“, ხმას არ მივცემთ და ჩავშლით მთლიანად ამ ყველაფერს – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურ საქმეებად ვერ ჩაითვლება.
„მეორე მხარეს არის ერთი, ორი ან სამი სისხლის სამართლის საქმე რომელიც ვერანაირად ვერ ჩაითვლება რომ არის პოლიტიკური.
მარტივად იმიტომ რომ ამ საქმეებს აქვს კონკრეტული შინაარსი, კონკრეტული დანაშაულია მომხდარი და ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევისა და მანიპულაციებისგან თავ შეკავებას გულისხმობს .
„შეთანხმება ამბობს შემდეგს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა. არის თუ არა ეს ინიცირებული პარლამენტში და ელოდება თუ არა კენჭისყრას.
შეთანხმება ამბობს, რომ მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევისა და მანიპულაციებისგან.
თუ ვინმე არღვევს ამ შეთანხმებას ეს არის ოპოზიციის ნაწილი“- აღნიშნა თალაკვაძემ.
მარტში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატების მონაწილეობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.






















