23:13 | 2020-05-12 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შეთანხმებაში კონკრეტული გვარები არ არის ნახსენები – გერმანიის ელჩი „პოლიტპატიმრების თემაზე“

შეთანხმებაში კონკრეტული გვარები არ არის ნახსენები – გერმანიის ელჩი „პოლიტპატიმრების თემაზე“

ცხადია, რომ ამ შეთანხმებებში არ არის ნახსენები კონკრეტული სახელი და გვარები, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშიმ 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

 

ელჩი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება გამოქვეყნებულია და მისი ნახვა ყველას შეუძლია.

 

„ცხადია, რომ ამ შეთანხმებებში არ არის ნახსენები სახელი და გვარები, მაგრამ უშუალოდ შეთანხმების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე მათ დაასახელეს კონკრეტული სახელები და გვარები. შეთანხმება სწორედ ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა.

 

დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კარგია, თუ ბოლოს მოხდება წერილობით ტექსტზე შეთანხმება და ეს იქნა მიღწეული. ეს ტექსტები გამოქვეყნდა და ყველას შეუძლია მათი ნახვა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშიმ „ღამის კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.

 

ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:

 

პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე

 

დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს

 

ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე

 

თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X