13:34 | 2021-12-24 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

შეთხზა ამბავი, თითქოს საავადმყოფოს პერსონალმა ტორტი მიუძღვნა… – რა ინფორმაციები ჟონავს ჰოსპიტალიდან – ლევან ნიკოლეიშვილი

შეთხზა ამბავი, თითქოს საავადმყოფოს პერსონალმა ტორტი მიუძღვნა… – რა ინფორმაციები ჟონავს ჰოსპიტალიდან –  ლევან ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით 21 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე მიხეილ სააკაშვილმა თავად შეიძინა კექსი და შეთხზა ახალი ამბავი, რომ მედპერსონალმა მას ტორტი მიუძღვნა.

 

როგორც ექსპერტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ის პერფორმანსები და საჩუქრები, რაც სააკაშვილს დაბადების დღეზე მიუძღვნეს, მას არ ეყო.

 

„ახლა ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ 21 დეკემბერს დაბადების დღე იყო ბატონი ტუსაღის და ის პერფორმანსები და საჩუქრები, რაც მას მიუძღვნეს, არ ეყო. როგორც ჩანს, ბავშვობიდან სჭირს მას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გარკვეული საჩუქრების მიმართ და შეთხზა ახალი ამბავი, რომ იქ ისე უყვართ ის და ისეთ პატივს სცემს საავადმყოფოს პერსონალი, რომ ტორტი მიუძღვნეს. სინამდვილეში მან კექსითვითონ შეიძინა. ის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და ასეთი ინფორმაციები ჟონავს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X