00:22 | 2020-03-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შეტყობინება ახალგაზრდებისთვის: თქვენ არ ხართ დაცულები! – WHO-ს დირექტორი

შეტყობინება ახალგაზრდებისთვის: თქვენ არ ხართ დაცულები! – WHO-ს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს გებრეიესუსის თქმით, ახალი კორონავირუსი ახალგაზრდებისთვისაც საშიშია. ამის შესახებ გებრეიესუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს მე მაქვს შეტყობინება ახალგაზრდებისთვის: თქვენ არ ხართ დაცულები. ამ ვირუსს შეუძლია საავადმყოფოში მოგახვედროთ ან მოგკლათ კიდეც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ავად არ გახდებით, თქვენი გადაწყვეტილება, თუ სად უნდა წახვიდეთ, სხვებისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით - ჯანმოს ხელმძღვანელი
2020-03-18ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით - ჯანმოს ხელმძღვანელი
           
დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა არ არის საკმარისი! - WHO-ს პრეზიდენტი
2020-03-16დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა არ არის საკმარისი! - WHO-ს პრეზიდენტი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X