11:14 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

შეთქმულება ვერ შედგა! – ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე მოვლენებზე

შეთქმულება ვერ შედგა! – ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე მოვლენებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიმდინარე მოვლენებთან და ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა. ეს ტრაგედია ვნახეთ, რომ გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე, ამორალური როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას,“ – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ავტორი: Prime Time

X