
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მოქალაქეებს მიმართავს, შეწყვიტონ იუსტიციის სახლებში სიარული, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა,- ამის შესახებ მინისტმრმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას მსგავსი უწყებების საერთოდ დაკეტვა მოუწევს.
შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და სხვა სტრუქტურებში ბავშვებთან და სხვა პირებთან ერთად სიარული.
„მინდა მივმართო მოქალქეებს, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში. თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.
იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს იუსტიციის სახლში მოვიდა დოკუმენტის ასაღებად, მინდა მოვუწოდო, რომ დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია და ნუ აყენებენ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, რომლებიც ამის თაობაზე შენიშვნას აძლევენ. იმედი მაქვს, ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა, არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასაკეტი, ჯერჯერობით ამის გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
ასევე, დაგაინტერესებთ:

























